18 აპრილი 2024,   07:38
ვრცლად
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ავთანდილ მამედოვი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და უფლებადამცველი ავთანდილ მამედოვი სასამართლომ 3 ათას ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

მამედოვი, რომელიც ბაქოდან პირდაპირ მუქარასა და პოლიტიკურ დევნას საქართველოში გამოექცა, მარნეულში რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

ავთანდილ მამედოვის ბედი, აფგან მუხთარლის მსგავსად სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული. სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია მისი უფლებადამცველი.

„დადებითად ვაფასებთ სასამართლოს ამ გამბედაობას, რომ არასაპატიმრო ღონისძიება შეუფარდა, გირაო 3 ათასი ლარის ოდენობით. თუმცა კონკრეტული ვითარების და ავთანდილ მამედოვის პიროვნების გათვალისწინებით, სრულიად საკმარისი იქნებოდა პირადი თავდებობის გამოყენება. იმიტომ, რომ ეს ადამიანი არსად არ იმალება. ეს ადამიანი თავისი საქმიანობის და პოლიტიკური შეხედულებების გამო აზერბაიჯანში იყო დევნილი და სწორედ ამ მიზეზით საქართველოში აფარებს თავს“, - განაცხადა ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

დღის ამბები