20 აპრილი 2024,   17:28
ვრცლად
ეკონომისტები ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას არ გამორიცხავენ

ეკონომისტები და ფინანსისტები ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას არ გამორიცხავენ. ისინი ამის მიზეზად კი ხელისუფლების არასაიმედო ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებენ. ექსპერტები იხსენებენ, რომ მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების ანტირეკორდი მოხსნა, არანაირი ქმედითი ნაბიჯი არც მთავრობას და არც ეროვნულ ბანკს არ გადაუდგამს. შედეგად კი დევალვაციამ პროდუქტებისა და ბენზინზე ფასის გაძვირება გამოიწვია.

ექსპერტებს თქმით, ქვეყანაში როდესაც ინვესტიციები არ იზრდება, ეროვნულ ვალუტაზე გავლენას ესეც ახდენს.

„ამის მთავარი მიზეზი არის საქართველოში ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც წლების მანძილზე არ იცლება, ერთადერთი მიზეზი არის საქართველოს მთავრობა. მთავრობა მუქარებს, ბაქიბუქსა და ფუჭ საუბარს ჯობია, შეეშვას და კონკრეტულ საქმეზე გადავიდეს, მოხსნას ყველა რეგულაცია, რაც მიიღო, შეამციროს გადასახადები, მიხედონ ისეთ რაღაცას, რის გამოც საქართველოში ინვესტიციებს არ დებენ ინვესტორები, ეს არის კერძო საკუთრების უფლებები, ეს არის სასამართლო, რომელიც კატასტროფულ მდგომარეობაში, ამ პრობლემებს თუ მიხედავს, კურსიც გამყარდება,“ - განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა.

დღის ამბები