16 აპრილი 2024,   18:30
ვრცლად
ხალხს მოუწევს თავის კონსტიტუციური უფლების გამოხატვა და ბოლომდე აღება იმ ხელისუფლების, რომელიც ივანიშვილმა წაართვა - ოქრუაშვილი

პარლამენტის შენობასთან, იქ სადაც ვითარება უკიდურესად დაძაბულია, იმყოფება ირაკლი ოქრუაშვილი. შენობასთან დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მოხდა. ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას მართავს როგორც მის საკუთრებას და ეს ვითარება ქვეყანაში უნდა დასრულდეს. 

„დიდხანს ესე ვერ გაგრძელდება. ან პოლიციელები მიხვდებიან, რომ მათი უფლებებისთვისაც ვიბრძვით,  მათი შვილების მომავლისთვის ვიბრძვით, ან ხალხს მოუწევს თავის კონსტიტუციური უფლების გამოხატვა და ბოლომდე აღება იმ ხელისუფლების, რომელიც ივანიშვილმა წაართვა. ჩვენ ვაპირებთ, ხალხს დავუბრუნოთ ძალაუფლება, რომელიც უნდა ჰქონდეს პარლამენტს, მაგრამ ივანიშვილს უდევს ჯიბეში. ივანიშვილი ამ ქვეყანას მართავს როგორც საკუთარ დუქანს, მას არ აინტერესებს არ ჩვენი მომავალი, არც ამათი მომავალი. მას აინტერესებს მარტო საკუთარი და საკუთარი შვილების უსაფრთხოება, მეტი არაფერი. ეს ამბავი ან დამთავრდება დღეს, ან დამთავრდება ხვალ. ყველა ვარიანტში დამთავრდება, დამთავრდება ხალხის გამარჯვებით “- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

 

დღის ამბები