19 მაისი 2022,   20:05
ვრცლად
ინტენსიური სროლა რუსთაველის გამზირზე - სპეცრაზმმა დაკავებების სერია დაიწყო

სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები ქაშუეთის ეკლესიასთან, აქციის მონაწილეების მისამართით რეზინის ტყვიებს ისვრიან. სროლის ხმა რუსთაველის გამზირზე ინტენსიურად ისმის. სამართალდამცველები მუდმივად ისვრიან აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენი გაზის ყუმბარებაც

მიმდინარეობს აქციის მონაწილეების დაკავებებიც. ადგილზე ვითარება საკმაოდ რთულია.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დაშლისას ათეულობით მოქალაქე დაშავდა. მათ მრავლობითი დაზიანებები, რეზინის ტყვიებით აქვთ მიყენებული. ძირითადად ჭრილობები ყელისა და თავის არეში აღენიშნებათ. ამ წუთებში სპეცრაზმი წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზის მეშვეობით ტერიტორიას წმენდენ. 

 

 

დღის ამბები