04 ოქტომბერი 2024,   22:46
ვრცლად
პარლამენტთან აქციაზე 50 სამოქალაქო პირი დაშავდა - სამს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა 

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დაშლისას, 50 სამოქალაქო პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. დაშავებულთა დიდი ნაწილი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებოდა მალხაზ მაჩალილკაშვილიც, რომელიც პარლამენტის შენობასთან აქციაზე დაშავდა. მას ჭრილობა რეზინის ტყვიით თავის არეში აქვს მიყენებული. 

"მათ თავში მომაყენეს ჭრილობა, რომ გაეხსენებინათ ჩემთვის, რომ ჩემი შვილი თემირლანი თვში მიყენებული ტყვიით მოკლეს,"-განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

დაშავებულების მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მათ მრავლობითი ჭრილობები აქვთ მიყენებული. არიან ცრემლსადანი გაზით მოწამლულებიც

დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც. მათ შორის "კურიერის" სამი ჟურნალისტი. ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან. 

დღის ამბები