24 აპრილი 2024,   10:49
ვრცლად
აშკარად სპეცსამსახურების მიერ მოყვანილი ჯგუფი იყო - ოპოზიცია ხელოვნურად გამოწვეულ პროვოკაციებზე საუბრობს

რა დავალება ჰქონდათ აქციაზე მიყვანილ სპორტული აღნაგობის მამაკაცებს - ოპოზიციის ლიდერები ამტკიცებენ, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირების მობილიზება აქციაზე სპეციალური ტრანსპორტით მოხდა და მათი მთავარი დანიშნულება დემონსტრაციის განმავლობაში მოწყობილი არაერთი პროვოკაცია იყო. "კურიერის" გადამღებმა ჯგუფმა რამდენიმე მათგანის დაფიქსირება შეძლო. ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ მათი რუსთაველზე მიყვანა „ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყო.

„დავინახეთ ახლა, რომ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ამ აქციაში მონაწილეობდნენ, უცებ ჩასვეს ავტობუსში და გაიყვანეს. ვინც ძაბავს ამ სიტუაციას, ვინც იქცევა გამომწვევად, თვითონ დგამენ ამ სიუჟეტებს. ერთი ავტობუსი ხალხი წაიყვანეს, ჩვეულებრივი მაისურები, ეცვათ და ჯინსები და სპორტული აღნაგობის, მაგიტომ მიიპყრო ჩვენი ყურადღებაც“, - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ეს ადამიანები სპეცსამსახურებმა მიიყვანეს არეულობის გამოსაწვევად.

„მეორე ავტობუსიც იყო,  სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანები იყვნენ, რომლებიც ძალიან ჰგავდნენ, ვითომ მომიტინგეებს. მაგრამ აშკარად დაინახეთ თქვენც, რომ ფარდები გადმოხურეს და არ მოგცეს თქვენც გადაღების საშუალება. აშკარად სპეცსამსახურების მიერ მოყვანილი ჯგუფი იყო“, - აცხადებს კობა ნაყოფია. 

დღის ამბები