25 აპრილი 2024,   19:54
ვრცლად
ისანში მიკროავტობუსის მძღოლი მოკლეს

მკვლელობა თბილისში - ისანში, გაჩერებაზე მიკროავტობუსის მძღოლი მოკლეს. შუახნის მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით გულის არეში აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. 

"კურიერის" ინფორმაციით, მძღოლი, სავარაუდოდ, მგზავრმა დაჭრა. ამ დროისთვის კი კახეთისკენ მიმავალი მიკროავტობუსების მძღოლები დაკითხვაზე არიან გადაყვანილები.

როგორც „რუსთავი 2“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

რა გახდა მკვლელობის მოტივი, ამ დროისთვის უცნობია.

მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

დღის ამბები