23 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
აბსოლუტურად აღმაშფოთებელი და სამარცხვინოა გახარიას დატოვება თანამდებობაზე - ელენე ხოშტარია

2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება - „ევროპული საქართველო“ მმართველი გუნდის განცხადებას პასუხობს.

განცხადება, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გააკეთა. მისი თქმით, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ 4 დღიანი პროტესტის შემდეგ, საზოგადოებამ გამარჯვებას მიაღწია.

„გარდა იმისა, რომ თქვენ მოახერხეთ დაახევინოთ უკან "ქართულ ოცნებას" და მიაღწიეთ სამართლიან, პროპორციულ სისტემას, თქვენ უთხარით ყველა პოლიტიკოსს და ყველა მომავალ მთავრობას, რომ არც ერთი შემთხვევა ღირსების შელახვის ვერ გაივლის უკვალოდ და ყველა მომდევნო ხელისუფლება იქნება პასუხისმგებელი მსგავსი უღირსი და უკანონო საქციელის შედეგად. ამიტომ, მე გულწრფელად ვულოცავ აქციის ორგანიზატორებს,“ - განაცხადა ხოშტარიამ.

"ქართულმა ოცნებამ" აქციის მონაწილეების მხოლოდ ერთი მოთხოვნა შეასრულა. მთავარი მოთხოვნა კი - გადადგეს შს მინისტრის გიორგი გახარია, კვლავ ყურადღების გარეშე რჩება. მმართველ გუნდში თქვეს, რომ 20 ივნისის სისხლიან დარბევაზე შს მინისტრის პასუხისმგებლობას ვერ ხედავენ. ელენე ხოშტარია "ქართული ოცნების" ლიდერების ამ დამოკიდებულებას სამარცხვინოს უწოდებს.  "ევროპული საქართველოს" წევრი ამბობს, რომ ხელისუფლება აქციის მონაწილეებთან გახარიას შესანარჩუნებლად ვაჭრობს. 

„აბსოლუტურად აღმაშფოთებელი და სამარცხვინოა გახარიას დატოვება თანამდებობაზე და ხალხთან ვაჭრობა თანამდებობებით. ისინი ვაჭრობდნენ ერთი დღით კობახიძით, ახლა ვაჭრობენ გახარიათი, მაშინ, როდესაც გახარიას არ აქვს არც მორალური, არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური უფლება იყოს შს მინისტრი. გახარია არის შს მინისტრი, რომელმაც იყიდა ნაკლებად სასიკვდილო ანუ სასიკვდილო ტყვიები და გასცა ბრძანება, რომ დამიზნებით ადამიანებისთვის ესროლათ, დაესახიჩრებინათ,“ - განაცხადა ხოშტარიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები