20 აპრილი 2024,   10:30
ვრცლად
კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ საზოგადოების აზრი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი - არჩილ თალაკვაძე 

"კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ საზოგადოების აზრი და ჩვენი თანამოქალაქეების აზრი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი“ -ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

თალაკვაძე აცხადებს, რომ 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება და ნულპროცენტიან ბარიერი დასტურია, იმისა, რომ ხელისუფლება მოქალაქეების აზრს პატივს სცემს და ითვალისწინებს მას.

„ჩვენ მზად ვართ, პროპორციულ სისტემაზე გადავიდეთ უკვე 2020 წლიდან და ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ საზოგადოების აზრი და ჩვენი თანამოქალაქეების აზრი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე ხელისუფლების ოპონენტების განცხადებებსაც პასუხობს, სადაც ისინი ამბობენ, რომ ნულპროცენტიანი ბარიერით, ბიძინა ივანიშვილი შეეცდება, რომ პარლამენტში სატელიტ პარტიები შეიყვანოს.  

„ნულოვანი ბარიერი ემსახურება და მოემსახურება იმას, რომ არავის არ დასჭირდეს ვინმეს სატელიტობა, არავის არ დასჭირდეს ვინმე სატელიტობა, არავის არ დასჭირდეს ვინმესთან მიკედლება და ყველა პოლიტიკურმა ძალამ და პოლიტიკურმა პარტიამ, ვინც შეძლებს საზოგადოებრივი მხარდაჭერის მობილიზებას, საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ ისინი ნამდვილად არიან პოლიტიკური პარტიები, აქვთ იდეოლოგია და იმსახურებენ მხარდაჭერას, თვითონ, დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში,“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები