17 აპრილი 2024,   01:23
ვრცლად
დაპირისპირება ყაველაშვილსა და "ოცნების" ყოფილ წევრებს შორის - პარლამენტში ვითარება უკონტროლოა

საპარლამენტო უმრავლესობის მოქმედმა და ყოფილმა წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ხმაური პარლამენტში, მმართველი გუნდის ყოფილი წევრის, დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებას მოჰყვა.

ბესელიამ თქვა, რომ ხელისუფლებამ 20 ივნისის სისხლიან მოვლენებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. ეკა ბესელიას მიხეილ ყაველაშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ ისინი ახალგაზრდების გვერდით დგანან, რაზეც ეკა ბესელია არ დაეთანხმა და უთხრა, რომ "ქართული ოცნების" წევრები კაბინეტებში იყვნენ ჩაკეტილნი, როდესაც ახალგაზრდებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

მიხეილ ყაველაშვილის პროტესტი გამოიწვია ზვიად კვაჭანტირაძის და გედევან ფოფხაძის გამოსვლებმაც. მან სხდომათა დარბაზი დატოვა.

"გადამდგარიყო დილას კობახიძე, არაფერი შტურმი არ იქნებოდა," - მიმართა გედევან ფოფხაძემ ყაველაშვილს, სანამ ის დარბაზს დატოვებდა. 

საკანონმდებლო ორგანოში ვითარება, პრაქტიკულად, უკონტროლოა. ენმ-ს და "ევროპული საქართველოს" წევრებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს. თუმცა სესიაზე რჩებიან სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები და სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები