24 აპრილი 2024,   19:53
ვრცლად
არავის ეშინია ივანიშვილის, გახარიას და მისი ფორმალურ-არაფორმალურ ნაზირ-ვეზირების მუქარის - დავით ბერძენიშვილი

„არავის ეშინია ივანიშვილის, გახარიას და მისი ფორმალურ-არაფორმალურ ნაზირ-ვეზირების მუქარის. მრავალფეროვანი საქართველო უპირისპირდება ერთფეროვან ივანიშვილს,“ - ეს განცხადება საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრმა, დავით ბერძენიშვილმა გააკეთა.

„არჩევანის“ ეთერში საუბრისას დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ ივანიშვილი საბჭოთა კავშირშია ჩარჩენილი.

რაც შეეხება, ხელისუფლების მიერ დაწყებულ პოლიტიკურ დევნას, ბერძენიშვილის შეფასებით, ძალიან ცუდია, როდესაც პარლამენტი კოლეგას პოლიტიკური მოტივებით დევნის.

„ვინც ხმას მისცემს, უკვე სამარცხვინო იქნება, ეს იქნება საკმარისი რაოდენობა, თუ არ იქნება საკმარისი რაოდენობა, გამოჩნდება. არავის ეშინია ამათი, რომ ახლა დაგაკავებ,“ - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, აკაკი ზოიძის განცხადებას აკრიტიკებს, რომელმაც სახელმწიფო გადატრიალებაზე ისაუბრა.

„ჩვენ საქმე გვაქვს სრულიად უცოდინარ ადამიანებთან ამ მხრივ, უპირველეს ყოვლისა, ღარიბაშვილთან და როდესაც ისიც ამბობს, სახელმწიფო გადატრიალებაო, ნიკა მელიას მუხლი, რაც წაუყენეს, იქ არ არის საუბარი სახელმწიფო გადატრიალებაზე,“ - ამბობს დავითაშვილი.

დავით ბერძენიშვილმა ბიძინა ივანიშვილი იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან საკუთარი ოჯახის დასაცავად სპეცრაზმი სახლში მიიყვანა.

„მილიარდები ვერ გიშველის, თუ არ ხარ თამამი, როგორ შეიძლება სახელმწიფო სტრუქტურა - სპეცრაზმი, საკუთარი სახლის დასაცავად გამოიყენო - ე.ი. მხდალი ყოფილა,“ - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილი არ გამორიცხავს, რომ პროპორციული არჩევნების დაპირება არ შესრულდეს. ასევე, ბერძენიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილის ორბიტაზე რამდენიმე პოლიტიკური ძალა აღმოჩნდეს.

„ივანიშვილს აქვს გაგება, მაფიოზებს აქვთ გაგება, არ აქვთ მორალი. პრაქტიკულად, ამით რას გვთავაზობს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მის ოპონენტებს, გვთავაზობს, რომ ნაციონალური მოძრაობა გამაწევინეთ, მიშა ესიზმრება იქ, სადაც მიშა არ არის. ეს, რა თქმა უნდა, ადამიანის სისუსტის მანიშნებელია. ჩვენ ნორმალურ ადამიანთან და ღირებულებების მატარებელ ადამიანთან რომ გქონდეს საქმე, მაშინ ვიტყოდი, რომ რა უკადრებელს კადრულობ, მაგრამ ვის რას სთავაზობ. ჩვენ არ ვაპირებთ მასთან ვაჭრობას, არ ვაპირებთ ჩვენი წილის შექმნას ან გაზრდას ივანიშვილის ხელისუფლებაში, ჩვენ ვაპირებთ მისგან ქვეყნის გათავისუფლებას, ამიტომ ეს, რა თქმა უნდა, არის ვაჭრობა,“ - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები