23 აპრილი 2024,   10:57
ვრცლად
"სანამ ხვალ ნიკა მელიასთან დაკავშირებით იმ ღილაკს ხელს დააჭერთ, კარგად დაფიქრდით, რას აკეთებთ"- გიორგი ვაშაძე მმართველ გუნდს მიმართავს

იმ დიდ მუხტს, რაც არის საზოგადოებაში, ეს ვერ შეაჩერებს - ასე აფასებს "ქართული ოცნების" ნაბიჯებს გიორგი ვაშაძე. გაერთიანებული ოპოზიციის წევრი აცხადებს, რომ დაკავებების სერიის დაწყებით ივანიშვილი ამ პროცესს ვერ შეაჩერებს და პროტესტის ტალღა იქნება დიდი. მისივე თქმით, არანაირი ლოგიკა მის ქმედებებში არ არის.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, პროცესები ისე მიდის, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ძალიან მალე დასრულდება.

„ამ ხალხის მუხტს ვერაფერი ვერ შეაჩერებს, სანამ ეს დინება, რომლის წინააღმდეგაც ივანიშვილი მიდის, მორევად გადაიქცევა, რომელიც ჩაითრევს და ჩაყლაპავს ბოლომდე, დროა, რომ თვითონ აიღოს ხელი ამ არაადეკვატურ ქმედებებზე და ცოტა გონს მოეგოს თავის გარემოცვასთან ერთად,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე „ოცნების“ დეპუტატებს მიმართავს, რომ არ დაემსგავსონ "დოქსოპულოებს" და ხმა არ მისცენ ხვალ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას.

„ყველა, ვინც ხვალ ღილაკს მიაჭერს ხელს ნიკა მელიასთან დაკავშირებით, ხალხო, იცოდეთ, რომ თქვენ არ ხართ უსახელო ადამიანები. სახელი და გვარი გაქვთ. სანამ იმ ღილაკს ხელს დააჭერთ, კარგად დაფიქრდით, რას აკეთებთ. პატარა და არასრულწლოვანი არავინ ხართ, ფსიქიკურად აშლილი არავინ არ ხართ და ხვალ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება. არავის მსახურება არავის არ დაფასებია,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე პროვოკაციად აფასებს იმას, რომ პარლამენტში პარასკევს გიორგი გახარიას ელოდებიან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები