21 ოქტომბერი 2020,   18:07
ვრცლად
ვიქნები სანამ არ დავრწმუნდები, რომ ღონისძიებაში ჩართული თითოეული პოლიციელი არ იქნება უსამართლობის ზემოქმედების მსხვერპლი - გახარია გადადგომას არ აპირებს 

როცა ვამბობ, რომ ბოლომდე პასუხს ვაგებ, ვიქნები აქ, სანამ არ დავრწმუნდები, რომ ღონისძიებაში ჩართული თითოეული პოლიციელი არ იქნება უსამართლობის ზემოქმედების მსხვერპლი - გიორგი გახარია ამბობს, რომ 20 ივნისის ღამეზე პასუხისმგებლობას თავად იღებს, თუმცა ის არ გადადგება.

მისი თქმით, ის დაელოდება გამოძიებას, რათა დარწმუნდეს, რომ დარბევაში მონაწილე პოლიციელებს უსამართლოდ არ მოექცევიან. მინისტრი ამბობს, რომ თუკი გამოძიების პროცესში გამოიკვეთება სისტემური დარღვევები ის ამაზეც პასუხისმგებლები იქნება და ამ პასუხისმგებლობას არ გაექცევა. 

გიორგი გახარიას თქმით, აუცილებელია ამ პროცესში პოლიტიკური და სამართლებრივი ნაწილი გაიმიჯნოს. პოლიტიკური ნაწილია, როდესაც ვიღაც ცდილობს პოლიციის დელეგიტიმაციის მოხდენას, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევას ნიშნავს. გახარია ამბობს, რომ ამას ის არ დაუშვებს. 

"არავინ ჩემს გარდა ამ ღონისძიებას პირველ რიგში პასუხს არ აგებს, თუმცა რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილიც გასათვალისწინებელია. მე შემიძლია ქრონოლოგიურად მოგიყვეთ რა მოხდა, რომელ წუთს, რა სახით, ამის შემდეგ შეგვიძლია პირველი დონის შეფასებები გავაკეთოთ, თუმცა ეს შეფასებებიც არ იქნება სრულყოფილი სანამ არ დაველოდებით, სამართლებრივი პროცედურების დასრულებას.

"ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა ის, რომ ამ უწყებამ, ღირსეულად გაუძლოს ამ გამოცდას, რომელიც ჩვენ მოგვიწია შეგვესრულებინა ამ ღამეს და ის შედეგები, რაც მივიღეთ იმ პრობლემებით, რაც მივიღეთ ამ პრობლემებს თვალი უნდა გავუსწოროთ და შესაბამისად ვუპასუხოთ-ესეც ჩემი პასუხისმგებლობაა.

როცა ვამბობ,რომ თავიდან ბოლომდე პასუხს ვაგებ მე, მე ვიქნები აქ, სანამ უსაფრთხოდ, ლეგიტიმური პროცედურების დასრულებამდე, არ დავინახავ, რომ თითოეული პოლიციელი, რომელიც ამ ღონისძიებაში იყო ჩართული არ იქნება უსამართლო ზემოქმედების მსხვერპლი. არის ორი განზომილება, პოლიტიკური და სამართლებრივი, სამართლებრივ ნაწილშიც ის რაც ამ ღონისძიებაზე მოხდა, თუ იქ აღმოჩნდება, რომ იყო სისტემური დარღვევები, რა თქმა უნდა, ეს ჩემი პასუხისმგებლობაა და მე ამაზე პასუხს ვაგებ.

თუმცა, არის პოლიტიკური კომპონენტიც, როდესაც ვიღაც ცდილობს მოახდინოს პოლიციის დელეგიტიმაცია, რაც ნიშნავს სამართლებრივი სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევას, რა თქმა უნდა, მე ამას არ დავუშვებ,"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები