25 აპრილი 2024,   11:12
ვრცლად
პოლიტიკური დევნა - "ოცნებას" გავრილოვის სურვილის შესრულებაში ხელი, სასამართლომ შეუშალა​

ნიკა მელიასა და ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრება სერგეი გავრილოვმა მოსკოვში დაბრუნებისთანავე მოითხოვა. პუტინის დესანტის ხელმძღვანელმა ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების გამოსვლები სახელმწიფო გადატრიალებად შეაფასა, ოფიციალურ თბილისს დამნაშავეების დაკავება და გამოძიებაში ჩარევა მოსთხოვა.

სერგეი გავრილოვის სკანდალური ვიზიტიდან ერთ კვირაში „ქართულმა ოცნებამ“ განსაკუთრებული ტემპით დაიწყო - შეტევით ნიკა მელიაზე და პარლამენტში უპრეცედენტო სასამართლო პროცესით.

კომუნისტი გავრილოვი მთელი კვირის განმავლობაში დაჟინებით ითხოვდა დემონსტრანტებისა და ოპოზიციის დასჯას, რომლებიც მისთვის ხულიგნების ჯგუფი იყო.

რატომ შეასრულეს ოკუპანტის ეს მოთხოვნა და რატომ მოუხსნეს იმუნიტეტი ნიკა მელიას იმ ფონზე, როდესაც სასამართლომ 92 კანონმდებლის ვერდიქტი არ დააკმაყოფილა - „ოცნების“ დეპუტატები ამ კითხვაზე პასუხად  ამბობენ, რომ გავრილოვი და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად მოქმედებდნენ.

ნიკა მელიას წინააღმდეგ დაწყებული სადამსჯელო ოპერაციის უკან კი „ევროპული საქართველო“ რუსულ ინსტრუქციებს ხედვას.

ე.წ. გავრილოვის ღამეს დასახიჩრებული ახალგაზრდების და მომიტინგეების სისხლიანი დარბევის შემდეგ დემონსტრანტები გიორგი გახარიას გადადგომას უკვე ერთ კვირაა, ითხოვენ. შინაგან საქმეთა მინისტრი არ აპირებს გადადგომას, „ქართული ოცნება“ კი ნიკა მელიას დაკავებას უშედეგოდ ეცადა.

დღის ამბები