23 აპრილი 2024,   17:49
ვრცლად
თუ ეს ტყვიები არის ლეტალური, მაშინ ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა და მე პასუხს ვაგებ კანონის წინაშე - გახარია

არც ერთი რეზინის ტყვია, რომელიც აკრძალულია ან არის ლეტალური ამ ღონისძიების დროს გამოყენებული არ ყოფილა და ვერ იქნებოდა - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ ისროლეს აქციის დარბევისას ტყვიები, რომლებიც ადამიანის სიკვდილს იწვევს? მან ჟურნალისტის მიერ მოყვანილ ფაქტებს სამწუხარო უწოდა. 

მინისტრის თქმით, ეს ტყვიები გამოძიების საქმეში არსებობს და დეტალებზე ის გასცემს პასუხს. გახარიას განცხადებით, 2012 წლის აგვისტოში არის ნაყიდი და მისი მინისტრობის პერიოდში ის პირველად გამოიყენეს.

„რთული ამორალური განზომილებიდან საუბარი, რთულია გარკვეული შეფასებების მიცემა, რომელიც თქვენთვის იქნება მისაღები. მე ჩემი პასუხისმგებლობიანად ვზივარ აქ. რასაც მე ვსაუბრობ, ვსაუბრობ მინისტრის რანგში, თითოეულ ჩემს სიტყვას, კარგად ვაცნობიერებ, აქვს სამართლებრივი მნიშვნელობა, არც ერთი რეზინის ტყვია, რომელიც აკრძალულია ან არის ლეტალური ამ ღონისძიების დროს გამოყენებული არ ყოფილა და ვერ იქნებოდა,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გასცა ბრძანება ტყვიების გამოყენებაზე.

„არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გასცა ბრძანება ამ ტყვიების გამოყენებასა და არგამოყენებაზე. ყველაფერი, რაც ამ ღონისძიებასთან არის დაკავშირებული, ჩემი პასუხისმგებლობა. ჩვენი პასუხისმგებლობა გამოიხატება იმაში, რონ ბოლომდე მივიყვანოთ გამოძიება, რომელიც დაკავშირებულია ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, როგორც სამოქალაქო პირების წინააღმდეგ უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში. რაც ამ ღამეს მოხდა, არის ჩემი პასუხისმგებლობა. თუ ეს ტყვიები არის ლეტალური, მაშინ ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა და მე პასუხს ვაგებ კანონის წინაშე და არა თქვენ წინაშე, ქალბატონო თამარ. ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა, ჩემი პასუხისმგებლობის ზონაა, სანამ არ დასრულდება გამოძიება, როგორც უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში, ასევე 225-ე მუხლით, სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმის ნაწილში, მე ვრჩები აქ, როგორც კი დავასრულებ, იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც მივიღებთ, არანაირი პრობლემა არ მაქვს ამ სავარძელში ჯდომა. ამ სავარძელში ჯდომა არის სწორედ ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც თქვენ საუბრობთ,“ - განაცხადა გახარიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები