26 ოქტომბერი 2020,   10:22
ვრცლად
მელიასთვის დაწესებული შეზღუდვები - არასამთავრობოები სასამართლოსგან მყარ დასაბუთებას ითხოვენ 

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდებასა და მის მიმართ შეზღუდვების დაწესებას ეხმაურება.

გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ როდესაც სასამართლოს მიერ, გარკვეული შეზღუდვებია გამოყენებული, დასაბუთებული უნდა იყოს მისი აუცილებლობა.

მშვენიერაძე აცხადებს, რომ ის შეზღუდვები, რომელსაც სასამართლო უწესებს დეპუტატს, უფლებამოსილების განხორციელების პროცესში, მისთვის მინიმალურად შემზღუდველი უნდა იყოს.

„ბრალის ნაწილზე იყო საკამათო საკითხი, ბრალსაც ხომ არ სჭირდებოდა ან ხომ არ სჭირდება პარლამენტის თანხმობა, იმიტომ რომ აქ სისხლის სამართლის საფუძვლის კოდექსის ნორმა ბუნდოვანია, განსხვავებულ ჩანაწერს იძლევა. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების საკითხს, კონსტიტუცია გვეუბნება, რომ ესეთი შეზღუდვა არსებობს დაპატიმრებასა და დაკავებასთან, ანუ ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვასთან მიმართებაში და არაფერს გვეუბნება სხვა ტიპის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან მიმართებაში. თუმცა, ყოველთვის, როდესაც ესეთი აღკვეთის ღონისძიება იქნება გამოყენებული სასამართლოს მიერ, კარგად უნდა იქნეს დასაბუთებული მისი აუცილებლობა და ამავდროულად, უნდა იყოს მინიმალურად შემზღუდველი დეპუტატისათვის საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

დღის ამბები