20 აპრილი 2024,   05:56
ვრცლად
„გავრილოვი, როცა დაჭერას ითხოვს ოპოზიციონერის, ეს ნიშნავს, რომ იმ ოპოზიციონერის წისქვილზე  ასხამს წყალს"- ვოლსკი

„გავრილოვი, როცა დაჭერას ითხოვს ოპოზიციონერის, ეს ნიშნავს, რომ იმ ოპოზიციონერის წისქვილზე სერიოზული და მძლავრი ნაკადით ასხამს წყალს"- ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა გააკეთა. გია ვოლსკი გააღიზიანა კითხვამ, რომელიც დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მოთხოვნას - დაისაჯონ ქართველი ოპოზიციონერები, ეხებოდა. 

კითხვამ - ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებითა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრით, შეასრულა თუ არა "ქართულმა ოცნებამ" დუმის დეპუტატის დავალება, ვოლსკი გააღიზიანა. 

ვოლსკიმ არ უპასუხა შეკითხვას, რატომ შეასრულეს ოკუპანტის ეს მოთხოვნა და რატომ მოუხსნეს იმუნიტეტი ნიკა მელიას.

ნიკა მელიასა და ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრება სერგეი გავრილოვმა მოსკოვში დაბრუნებისთანავე მოითხოვა. პუტინის დესანტის ხელმძღვანელმა ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების გამოსვლები სახელმწიფო გადატრიალებად შეაფასა.

ოფიციალურ თბილისს დამნაშავეების დაკავება და გამოძიებაში ჩარევა მოსთხოვა. სერგეი გავრილოვის სკანდალური ვიზიტიდან ერთ კვირაში, "ქართულმა ოცნებამ" განსაკუთრებული ტემპით დაიწყო შეტევა ნიკა მელიაზე და გუშინ პარლამენტში უპრეცედენტო სასამართლო პროცესი მოაწყო.

დღის ამბები