„ივანიშვილს გვინდა გავაგონოთ ხალხის ხმა, რომ მისი მმართველობის შედეგად ქვეყანა არის უმწვავეს კრიზისში შესული,“ - ეს განცხადება, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ გააკეთა.
სერგი კაპანაძე რუსთაველის გამზირიდან ივანიშვილის რეზიდენციამდე მიმავალ მსვლელობას უერთდება და შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს.
„ჯერ მგონი, არ დაუძინია, არ დაულევია თავის ძილის წინა ჩაი და ახლა გვინდა გავაგონოთ მას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ეუბნება მას - გაუშვი სახლში გახარია,“ - განაცხადა კაპანაძემ.
20-21 ივნისის დღეს განვითარებულ მოვლენებს და მოსახლეობის დასახიჩრებაზე რომ სრული პასუხისმგებლობა გიორგი გახარიას ეკისრება, ამაზე საუბრობს, ოთარ კახიძე.
მსვლელობაში ასევე მონაწილეობს ერეკლე დეისაძე. მისი თქმით, სიმბოლური მსვლელობით ბიძინა ივანიშვილისთვის ხმის მიწოდებას ეცდებიან.