19 აპრილი 2024,   04:55
ვრცლად
რუსეთმა ყოველწლიური სამხედრო შოუ ანექსირებულ ყირიმში მასშტაბური წვრთნით დაასრულა

რუსეთმა ყოველწლიური სამხედრო შოუ ანექსირებულ ყირიმში მასშტაბური წვრთნით დაასრულა. სწავლებაში ქვეითი ჯარი, ფლოტი და ავიაცია მონაწილეობდა. მანევრები სამხედროებმა საპორტო ქალაქ სევასტოპოლში შეასრულეს და მას ადგილობრივებიც ადევნებდნენ თვალს.

პარალელურად, შავ ზღვაში შევიდა შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდი "კარნი," რომელიც "ტომაჰავკის" ფრთოსანი რაკეტებითაა აღჭურვილი. გემი ამ დროისთვის ოდესის მიმართულებით მოძრაობს და მრავალეროვნულ სწავლებაში ჩაერთვება. წვრთნა, რომელშიც 19 ქვეყანასთან ერთად საქართველოც მონაწილეობს, ხვალ იწყება. 

დღის ამბები