20 აპრილი 2024,   15:28
ვრცლად
რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ აშშ-თან გაფორმებული შეთანხმება რუსეთმა ოფიციალურად შეაჩერა

აშშ-თან გაფორმებული შეთანხმება საშუალო და მცირე რადიუსში მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ  რუსეთმა ოფიციალურად შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის საიტზე გამოქვეყნდა, რაც იმის დასტურია, რომ დოკუმენტი ძალაში შევიდა.

თავდაპირველად, აღნიშნული შეთანხმება შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა. ამის მიზეზად კი, რუსეთის მხრიდან  დოკუმენტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა დაასახელა, რაც რუსეთმა კატეგორიულად უარყო.

შეთანხმება საშუალო და მცირე რადიუსში მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ, 1987 წელს გაფორმდა. მას ხელი რონალდ რეიგანმა და მიხეილ გორბაჩოვმა მოაწერეს.

დღის ამბები