25 აპრილი 2024,   03:13
ვრცლად
გიბრალტარში 2 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის გადამზიდი ტანკერი დააკავეს

ტანკერი, რომელსაც სავარაუდოდ, სირიისთვის 2 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი უნდა მიეწოდებინა გიბრალტარში დააკავეს. გიბრალტარის ხელისუფლების ცნობით, ოპერაციაში ბრიტანეთის სამეფო ფლოტიც მონაწილეობდა. პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის დასაკავებლად ბრიტანეთიდან გიბრალტარში სამხედროების 20 კაციანი ჯგუფი გაგზავნეს.

გავრცელებული ცნობით, ტანკერს, ევროკავშირის სანქციების დარღვევით, ნავთობით სირიის საპორტო ქალაქ ტარტუსში მდებარე ქარხანა უნდა მოემარაგებინა. ქარხანა ბაშარ ასადის რეჟიმს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს და ის ევროკავშირის შავ სიაში 2014 წელს შეიყვანეს. 

დღის ამბები