19 აპრილი 2024,   08:53
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი პაპ ფრანცისკოს შეხვდა

ვლადიმერ პუტინი იტალიაში იმყოფება. რუსეთის პრეზიდენტმა ვიზიტი ვატიკანიდან დაიწყო, სადაც კათოლიკური ეკლესიის მეთაურს შეხვდა.

პაპმა ფრანცისკომ სტუმარს მოციქულთა სასახლის დარბაზი დაათვალიერებინა, მოგვიანებით კი მასთან ბიბლიოთეკაში მოლაპარაკებები გამართა. მთავარ განსახილველი საკითხები სირია და უკრაინა იყო, რომელიც ვატიკანსა და რუსეთს შორის სადაო თემად რჩება.

ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინი იტალიის ლიდერებსაც შეხვდება და თავის მეგობარს სილვიო ბერლუსკონისაც მოინახულებს.

დღის ამბები