24 აპრილი 2024,   01:42
ვრცლად
ვლადიმერ პუტინმა იტალიაში ვიზიტისას სილვიო ბერლუსკონი მოინახულა

ვლადიმერ პუტინმა იტალიაში ვიზიტისას თავისი მეგობარი სილვიო ბერლუსკონი მოინახულა. იტალიის ყოფილ პრემიერს, რომელიც დღეს ევროპარლამენტის დეპუტატია, რუსეთის ლიდერი რომის აეროპორტში შეხვდა.

ვლადიმერ პუტინი მისალმებისას მას გაეხუმრა და უთხრა, რომ სურდა ბერლუსკონი რუსულ არხებზე გამოჩენილიყო, რადგან დიდი ხანია მოსახლეობას ის აღარ უნახავს. შეხვედრა არაოფიციალური იყო და მხოლოდ რამდენიმე წუთი გაგრძელდა.

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინმა მოლაპარაკებები გამართა რომის პაპთან. ასევე,  შეხვედრები გამართა ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან.

დღის ამბები