20 აპრილი 2024,   03:14
ვრცლად
ირანმა 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმების დარღვევა დაიწყო

ირანმა 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმების დარღვევა დაიწყო. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაადასტურა, რომ ოფიციალური თეირანი ხვალიდან ურანის გამდიდრებას ხელშეკრულებით დაწესებული ლიმიტის დარღვევით გააგრძელებს. მისივე თქმით, ირანი ყოველ 60 დღეში ერთხელ, ერთ ვალდებულებას ამოიღებს ადრე მიღწეული შეთანხმებიდან.

თეირანის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი. ბენიამინ ნეთანიაჰუმ მას ძალიან სახიფათო ნაბიჯი უწოდა და საფრანგეთს, გერმანიასა და დიდი ბრიტანეთს ირანისთვის შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდა.

ბირთვული შეთანხმებიდან შეერთებული შტატები ცალმხრივად 2018 წლის მაისში გავიდა და თეირანის წინააღმდეგ სანქციებიც აღადგინა. 

დღის ამბები