23 აპრილი 2024,   11:15
ვრცლად
აქცია "რუსთავი2"-თან - შეკრებილები გიორგი გაბუნიას და ნიკა გვარამიას კომპანიიდან წასვლას და მათ დაპატიმრებას ითხოვდნენ 

გიორგი გაბუნიასა და ნიკა გვარამიას ტელეკომპანიიდან წასვლას ითხოვდნენ გვიან ღამემდე "რუსთავი2"-ის ოფისთან შეკრებილები.

ისმოდა სხვა მოთხოვნებიც - მათ შორის "რუსთავი2"-ის დახურვა და გაბუნია-გვარამიას დაპატიმრება.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა, პორტუგალიაში ძებნილი ირაკლი ბარამიძე. ის რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟში ბრალდებულ ფედერიკო კარვალიო ჟილთან თანამშრომლობდა, რომელიც რომში დააკავეს. აქციაზე ასევე იმყოფებოდა - საქართველოს ყოფილი ელჩი დსთ-ში ზურაბ ხონელიძე, ყოფილი მომღერალი ხათუნა ჟორდანია, მისი ქალიშვილი ნინი ქარსელაძე, პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია, მსახიობი ვლადიმერ ჯანელიძე, ასევე "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი ვატო შაქარიშვილი.

"რუსთავი2"-ის შენობასთან იმყოფებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტუდენტური თვითმმართველობის წევრების ნაწილი. ასევე "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატების ყოფილი კანდიდატი პაატა ცივაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები