25 აპრილი 2024,   16:34
ვრცლად
აქცია "რუსთავი2"-თან - ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე არაერთი თავდასხმა, მაუწყებლობის რამდენიმე საათით შეწყვეტის მიზეზი გახდა

აქციაზე განვითარებული მოვლენები - ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე არაერთი თავდასხმა, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მაუწყებლობის რამდენიმე საათით შეწყვეტის მიზეზი გახდა.

ეს გადაწყვეტილება არხის გენერალურმა დირექტორმა თანამშრომლების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღო.

ნიკა გვარამიამ გადამღებ ჯგუფებს ოფისში დაბრუნებისკენ, ხელისუფლებას კი კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულებისა და "რუსთავი 2"-ის ყველა თანამშრომლის დაცვისკენ მოუწოდა.

მანამდე აქციის მონაწილეების მხრიდან იყო "რუსთავი 2"-ში შემოჭრის მუქარა, შენობას ესროლეს სხვადასხვა საგნები, მათ შორის წყლის ბოთლები და კვერცხები.

დღის ამბები