23 აპრილი 2024,   18:05
ვრცლად
ირანის საგარეო უწყება საფრანგეთის მხრიდან ბირთვული შეთანხმების გადარჩენის მცდელობას მიესალმება

ირანი მიესალმება საფრანგეთის მცდელობას, რომელიც 2015 წლის ბირთვული შეთანხმების გადარჩენას ისახავს მიზნად - ეს განცხადება ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ემანუელ მაკრონის მრჩეველთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ემანუელ ბონი ირანში სწორედ თეირანის ბოლო დროინდელი განცხადებების გამო ჩავიდა. ირანმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ურანის გამდიდრებას იწყებს, რაც 2015 წლის შეთანხმებით ეკრძალება.

მუქარის შემცველი განცხადებების გამო დასავლეთსა და თეირანს შორის ურთიერთობა კვლავ დაიძაბა. შეერთებულმა შტატებმა ირანს ახალი სანქციებიც დაუწესა.

დღის ამბები