25 აპრილი 2024,   06:18
ვრცლად
საქმე გვაქვს ერთგვარ მაფიასთან-ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში ნეპოტიზმზე საუბრობს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი პროცესის შეჩერებას ითხოვენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები. ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებენ, რომ პროცედურა სერიოზული დარღვევების ფონზე მიმდინარეობს. ადგილი აქვს ნეპოტიზმს, რადგან სია ძირითადად საბჭოს მოსამართლე წევრების ნათესავებით არის დაკომპლექტებული და ყველაზე დიდი მხარდაჭერაც სწორედ მათ აქვთ. ჯანეზაშვილი და დოლიძე დარწმუნებულები არიან, რომ პროცესში მურუსიძე - ჩინჩალაძის კლანი აქტიურად ერევა და ცდილობს, 20-ივე კანდიდატი მათთან დაახლოებული პირი იყოს.

"ირაკლი შენგელიას ცოლის ძმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ცოლის ძმა მონაწილეობს ამ კონკურსში და შენგელიას აცილების საკითხი არ დაუყენებია, ანუ მან თავის ცოლის ძმასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო. ასეთივე შემთხვევა დაფიქსირდა თამარ ონიანთან მიმართებაში მან თავის მაზლის კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა, ამიტომ ეს პრობლემები არის ძალიან სერიოზული. ჩვენ საქმე გვაქვს ერთგვარ მაფიასთან, ვის ხელშიც არის დღეისათვის სასამართლო სისტემა, რომლებიც მოქმედებენ იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რასაც ხელმძღვანელობს მიხეილ ჩინჩალაძე,"-აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

დღის ამბები