16 აპრილი 2024,   23:01
ვრცლად
„ეს არის დიპლომატიური სკანდალი"- გიგაურის შეფასებით, გახარია შეცდა როცა თქვა, რომ ელჩები დარბევას მასთან ერთად პარლამენტიდან უყურებდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის სკანდალურ განცხადებას, რომ 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს მასთან ერთად პარლამენტიდან თვალს ელჩები ადევნებდნენ, ეკა გიგაური ეხმაურება.

„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელისთვის ნაკლებად დამაჯერებელია, რომ  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ასე ჩაერეოდნენ ქვეყნის შიდა საქმეში. ამიტომ ეკა გიგაური ამბობს, რომ გიორგი გახარიამ ამ განცხადებით ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა. 

„ეს არის დიპლომატიური სკანდალი იმიტომ, რომ არც ერთ შემთხვევაში უცხო ქვეყნის ელჩი არ შეიძლება, რომ ერეოდეს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში. ამას ისინი არასოდეს არ აკეთებენ და და დარწმუნებული ვარ რომ ამ შემთხვევაშიც ასე იქნებოდა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო შს მინისტრის მხრიდან, აი ამ ტრაგიკულ მოვლენებში ჩაერთო ევროპის სახელმწიფოების ელჩები. იმის გათვალისწინებით, რომ ეს იყო ანტირუსული და ანტიოკუპაციური მიტინგი და შესაბამისად კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება შეიძლება არსებობდეს იმისა, რომ ისინი ვერანაირად, ვერ ჩაერეოდნენ ამ მოვლენებში და ვერანაირად ვერ მისცემდნენ შსს -ს რეკომენდაციას რომ გამოეყენებინა ძალა,“-განაცხადა ეკა გიგაურმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები