20 აპრილი 2024,   01:14
ვრცლად
ეს არის ძალიან საშიში განაცხადი და ამ ტყუილის არავის სჯერა - ოპოზიცია ელჩებთან დაკავშირებით გახარიას სკანდალურ განცხადებაზე

ეს არის ძალიან საშიში განაცხადი და ამ ტყუილის არავის სჯერა - ასე ეხმაურება საპარლამენტო ოპოზიცია გიორგი გახარიას განცხადებას, რომ 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს მასთან ერთად პარლამენტიდან ელჩებიც ადევნებდნენ თვალს. ენმ-ს წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, გიორგი გახარია ცდილობს განხეთქილება შეიტანოს დასავლურ ქვეყნებთან ურთიერთობებში.

„ეს არის ძალიან საშიში რამ რაც მან განაცხადა. იმიტომ, რომ პირველი, რა თქმა უნდა ეს არის რაღაც მცდელობა ამოეფაროს ვიღაცის კალთას, დიპლომატების კალთას. მისი განაცხადი, რომ თითქოს დასავლეთის ქვეყნის ელჩები იმყოფებოდნენ იქ როდესაც ის არბევდა დემონსტრანტებს, ეს არის პირდაპირ მცდელობა, რომ განხეთქილება შეიტანოს სწორედ ამ ურთიერთობებში და გარკვეულ წილად გაუცხოება გამოიწვიოს დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებსა და დემოკრატიულ ძალებს შორის ქვეყანაში. და ეს მას რა თქმა უნდა არ გამოუვა იმიტომ, რომ ამ ტყუილებს არავინ არ ჭამს,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ გახარია ცდილობს ამ ხრიკით, თავისი პასუხისმგებლობა სხვებს გაუნაწილოს.

Related image„მას ახლა უნდა, რომ დაიმოწმოს დიპლომატები. ოღონდ გაუგებარია ვინ დიპლომატებზე საუბრობს. ეს არის ჩვეულებრივი მარტივი ხრიკი რომ ვიღაცასთან ერთად გაინაწილოს პასუხისმგებლობა. ეს არ გაუვა მას. ყველამ კარგად ვიცით ვინ იყო პასუხისმგებელი და ვინ რა გააკეთა,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

დღის ამბები