24 აპრილი 2024,   16:06
ვრცლად
მულტიმილიარდერ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალურ ვაჭრობასა და მოწმეების მოსყიდვაში ადანაშაულებენ

ამერიკელ მულტიმილიარდერ ჯეფრი ეპშტეინს, რომელსაც არასრულწლოვნებით სექსუალური ვაჭრობა ედება ბრალად, პროკურატურა მოწმეების მოსყიდვაშიც ადანაშაულებს.

გამოძიების ცნობით, 66 წლის ეპშტეინმა გასულ წელს ორ ადამიანს, რომლებსაც მის წინააღმდეგ შეეძლოთ ჩვენების მიცემა, 350 ათასი დოლარი გადაუხადა. ფინანსისტი სასამართლოს წინაშე ხვალ უნდა წარდგეს.

ბრალდების თანახმად, ეპშტეინი 2002-დან 2005 წლამდე პერიოდში 18 წლამდე გოგონებს ფულს უხდიდა, რომ მათ მანჰეტენისა და ფლორიდის სახლებში სექსუალური მომსახურება გაეწიათ.

ანალოგიური ბრალდებით ჯეფრი ეპშტეინი 2007 წელსაც დააკავეს. მაშინ მას საპროცესო გარიგების დადებაში მაიამის პროკურორი ალექს აკოსტა დაეხმარა, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციაში შრომის მინისტრის პოსტი ეკავა. სკანდალის გამო აკოსტა თანამდებობას უახლოეს დღეებში დატოვებს.

დღის ამბები