25 აპრილი 2024,   18:24
ვრცლად
გაუგებარია, რატომ გვინდოდა, ხელოვნურად გაგვეზარდა რუსი ტურისტების წილი საქართველოს ეკონომიკაში - აკაკი ცომაია

„13 მილიონი შეგვეძლო გაცილებით ეფექტიანად მიგვემართა სწორედ ევროპელი და ამერიკელი ტურისტების მოსაზიდად“, - ეს განცხადება ეკონომისტმა, აკაკი ცომაიამ გააკეთა.

აკაკი ცომაია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გასული 5 წლის მანძილზე რუსი ტურისტების მოსაზიდად 13 მილიონი ლარის გამოყოფას ეხმაურება.

ცომაია ამბობს, რომ ევროპელი ტურისტები რუსებისგან განსხვავებით გაცილებით მეტ თანხას ხარჯავენ საქართველოში ვიზიტის დროს.

„ჩემთვის გაუგებარია, რატომ გაკეთდა აქცენტი მაინცდამაინც რუსულ ბაზარზე და რატომ გვინდოდა ჩვენ ასე ძალიან, რომ ხელოვნურად გაგვეზარდა რუსი ტურისტების წილი საქართველოს ეკონომიკაში, მაშინ, როდესაც ეს სარეკლამო კამპანია და 13 მილიონი შეგვეძლო გაცილებით ეფექტიანად მიგვემართა სწორედ ევროპელი და ამერიკელი ტურისტების მოსაზიდად,“ - განაცხადა აკაკი ცომაიამ.

სტატისტიკას „ბიზნეს მედია“ აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთში ტურიზმის პოპულარიზაციისთვის დახარჯული თანხა ბევრად აღემატება იგივე მიზნით ევროპულ ქვეყნებში გადახდილ ფულს. კვლევის მიხედვით, 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რუსეთში 13 მილიონი ლარი დაიხარჯა ტურიზმის ადმინისტრირების მიზნით. ყველაზე მეტი თანხა კი 2018 წელს დაიხარჯა. ამ მიმართულებით გამოყოფილი იყო 16 მილიონი, საიდანაც 6 მილიონი სწორედ რუსეთზე მოდის.

დღის ამბები