18 აპრილი 2024,   07:26
ვრცლად
ბრიტანელი დიპლომატის საიდუმლო მიმოწერა-აშშ-ში ყოფილი ელჩი წერილებში დონალდ ტრამპს აკრიტიკებს

მედიაში შეერთებულ შტატებში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის ახალი ელექტრონული წერილები გამოქვეყნდა. საიდუმლო მიმოწერაში დიპლომატი კვლავ დონალდ ტრამპს აკრიტიკებს და წერს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის ბირთვული შეთანხმებიდან თავისი წინამორბედის, ბარაკ ობამას ჯიბრზე გავიდა. ტრამპის გადაწყვეტილებას კიმ დეროკი დიპლომატიური ვანდალიზმის აქტს უწოდებს. გასულ კვირას გავრცელებულ წერილებში კი ელჩი პრეზიდენტის ადმინისტრაციას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებდა. სკანდალის გამო კიმ დეროკმა თანამდებობა დატოვა, ბრიტანეთში კი წერილების მედიაში გაჟონვის გამო გამოძიება დაიწყო.

დღის ამბები