25 აპრილი 2024,   09:31
ვრცლად
რუსული S-400-ების შეძენის გამო, აშშ-მ თურქეთს შესაძლოა სანქციები დაუწესოს

რუსული S-400-ების შეძენის გამო, შეერთებულმა შტატებმა თურქეთს შესაძლოა სანქციები დაუწესოს. გავრცელებული ცნობით, შეზღუდვების პაკეტი ვაშინგტონში უკვე შეიმუშავეს და ანკარის წინააღმდეგ მათი შემოღების შესახებ მომავალ კვირაში გამოაცხადებენ. საზენიტო სარაკეტო კომპლექსის პირველი პარტია თურქეთმა რუსეთისგან ორი დღის წინ მიიღო. დღეს კი ანკარის მახლობლად მდებარე ავიაბაზაზე სისტემის ახალი კომპონენტებით დატვირთული რიგით მეხუთე თვითმფრინავი დაეშვა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კიდევ ორ თვითმფრინავს ქვეყანაში დღის განმავლობაში ელოდებიან. 

დღის ამბები