ლუიზიანის შტატს ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა. შტორმი სახელწოდებით "ბარი" რეგიონს მასშტაბური წყალდიდობით ემუქრება. სარისკო ზონებიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული.
100 ათასზე მეტი ოჯახი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სტიქიის გამო, ნიუ-ორლეანის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველა რეისი გაუქმდა. ქარიშხალი ამ დროისთვის შედარებით შესუსტდა და მისი სიჩქარე საათში 100 კილომეტრს აღწევს. დონალდ ტრამპმა ლუიზიანის შტატში საგანგებო მდგომარეობა შტორმის მიახლოებამდე გამოაცხადა.