24 აპრილი 2024,   03:59
ვრცლად
ათი წელი აგვისტოს ომიდან და დაზარალებულთა მდგომარეობა - ჰააგის სასამართლოს საქართველოს კოალიციის წევრი ორგანიზაციები, პრეზენტაციას გამართავენ

"ათი წელი აგვისტოს ომიდან - დაზარალებულთა მდგომარეობა" - ამ სახელწოდების პრეზენტაციას დღეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, საქართველოს კოალიციის წევრი ორგანიზაციები გამართავენ.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ცხინვალის რეგიონიდან 2008 წლის ომის შემდეგ დევნილთა ამჟამინდელ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე 2016 წლის იანვარში დაწყებულ გამოძიებაზე. კვლევის მოსამზადებლად გამოიკითხა 2400-მდე დევნილი ოჯახი.

წარმოდგენილი იქნება რეკომენდაციებიც. კვლევის ავტორების თქმით, ანგარიშის წარდგენის მიზანია, საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია ქონდეს სისხლის სამართლის საერთშორისო სასამართლოს მიერ დაწყებულ გამოძიებაზე.

დღის ამბები