24 აპრილი 2024,   11:27
ვრცლად
10 დაღუპული და 8 დაშავებული - ინდოეთში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა

უბედური შემთხვევა მუმბაიში - საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით დაშავებულია 8 პირი. შვიდი მათგანი მაშველებმა შენობის ნანგრევებიდან რამდენიმესაათიანი მცდელობის შედეგად ამოიყვანეს.

სამაშველო სამსახურს ოპერაციების განხორციელებაში ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება. ოპერაციას ვიწრო და გადატვირთული გზები აფერხებს.

4-სართულიანი შენობის ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქში არსებული ძველი შემონებების დიდი ნაწილი ავარიულია და მათ ძლიერი წვიმა სულ უფრო აზიანებს.

დღის ამბები