25 აპრილი 2024,   09:39
ვრცლად
ქვეყანაში ყველაზე მძლავრი ოპოზიციური ფანჯარა იხურება - საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები "რუსთავი2"-ის საქმეზე 

სტრასბურგის გადაწყვეტილება და ხელისუფლების მყისიერი რეაგირება "რუსთავის2"-ის მფლობელის და გენერალური დირექტორის შეცვლის თაობაზე - სამოქალაქო სექტორი „ქართული ოცნების“ მიზანმიმართულ ქმედებაზე საუბრობს, რომელიც თავისუფალი სიტყვის ჩახშობას და პროდასავლური ვექტორის ცვლილებას ემსახურება.

სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილისთვის გაუგებარია, როგორ შეძლებს ქვეყანა დემოკრატიულ განვითარებას, თუკი ქვეყანაში მთავარი მაღალრეიტინგული ტელევიზიის ეთერი აღარ დაეთმობა იმ ადამიანებს, ვინც ივანიშვილის თანამოაზრე არ არის. ასევე, როგორ მოხდება ქვეყანაში რეალურად მიმდინარე პრობლემების საზოგადოებამდე მიტანა.

სწორედ ამ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება "რუსთავი 2"-ის საქმის გაცნობის შემდეგ “NDI” საქართველოს ხელმძღვანელმა ლორა ტორნტონმა. ტორნტონმა რუსთავი2-ში დიპლომატებთან გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა. ამერიკელი დიპლომატი შეფასებით, ქვეყანაში ყველაზე მძლავრი ოპოზიციური ფანჯარა იხურება.

2 წელნანევრიანი დავა სტრასბურგის სასმართლოში დღეს დასრულდა. ვიდრე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასმართლო ვერდიქტს გამოიტანდა, რუსული მაღალჩინოსნები არხის დახურვას მიზანმიმართულად აანონსებდნენ.

დღის ამბები