20 აპრილი 2024,   00:42
ვრცლად
იაპონიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა

იაპონიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა.

პოლიცია ჯერჯერობით ვერ ასახელებს მიზეზს რატომ გააჩინა 41 წლის მამაკაცმა ცეცხლი კიოტოს ანიმაციურ სტუდიაში, სადაც იმ დროს 70-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ხანძრის დროს ის თავადაც დაშავდა და საავადმყოფოში მოათავსეს.

გავრცელებული ცნობით, პოლიციელებთან გასაუბრებისას მან მოტივად ის დაასახელა, რომ სტუდია მის ნამუშევარს უნებართვოდ იყენებდა.

დღის ამბები