20 აპრილი 2024,   17:00
ვრცლად
შეერთებულ შტატებსა და კანადაში გაუსაძლისი სიცხეებია

შეერთებულ შტატებსა და კანადაში გაუსაძლისი სიცხეებია. მეტეოროლოგების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა უმაღლეს ნიშნულს მომდევნო ორი დღის განმავლობაში მიაღწევს და მან შესაძლოა 40 გრადუსს გადააჭარბოს.

გაუსაძლისი სიცხეები შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროსა და ცენტრალური დასავლეთის რეგიონებში 200 მილიონ ადამიანს შეეხება.

ნიუ-იორკის მერმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მოსახლეობას მოუწოდა, ამინდთან დაკავშირებულ საფრთხეს სერიოზულად მოეკიდონ.

ექსპერტები ბოლო პერიოდის გაუსაძლის სიცხეებს კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ. წელს მსოფლიოში ყველაზე ცხელი ივნისი იყო.

დღის ამბები