19 აპრილი 2024,   07:56
ვრცლად
თურქმენეთის პრეზიდენტი გარდაიცვალა

62 წლის ასაკში, აშხაბადში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ თურქმენეთის პრეზიდენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას გურბანგული ბერდი-მუჰამედოვის გარდაცვალების შესახებ ადგილობრივი ოპოზიცია ავრცელებს.

მათი განცხადებით, პრეზიდენტი 15 ივლისს შვებულებაში გავიდა და რამდენიმე დღე საავადმყოფოში გაატარა, სადაც თირკმლის უკმარისობას მკურნალობდა.

ოფიციალური განცხადება თურქმენეთის პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ არ გაკეთებულა. გავრცელებული ცნობით, ბერდი-მუჰამედოვი 20 ივლისს გარდაიცვალა. თურქემეთის პრეზიდენტის პოსტი მას 2007 წლიდან ეკავა - პარალელურად იყო მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარეც.

დღის ამბები