20 აპრილი 2024,   02:24
ვრცლად
ისრაელის ხელისუფლებამ იერუსალიმში მდებარე პალესტინური დასახლების აღება დაიწყო

ისრაელმა იერუსალიმის გარეუბანში მდებარე პალესტინური დასახლების აღება დაიწყო.  ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს, რომლის საშუალებითაც საცხოვრებელ სახლებსა და სხვა ნაგებობებს ანგრევენ. დასახლება სასაზღვრო ბარიერის მიღმა მდებარეობს.

ისრაელის განმარტებით, მსგავსი დასახლებები უკანონოა. გასულ თვეში ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პალესტინელებმა დაარღვიეს აკრძალვა ამ ტერიტორიებზე მშენებლობასთან დაკავშირებით.

ხელისუფლების მიერ მცხოვრებლებისთვის შენობების დემონტაჟისთვის მიცემული ვადა გასულ პარასკევს ამოიწურა.

დღის ამბები