პენტაგონი ვენესუელის სამხედრო ავიაციას აგრესიულ ქმედებაში ადანაშაულებს. შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის ამსახველ ვიდეო-კარდებს ასაჯაროვებს.
პენტაგონის ინფორმაციით, საერთშორისო საჰაერო სივრცეში ვენესუელის კუთვნილი ავია-გამანადგურებელი ამერიკის არმიის კუთვნილ სადაზვერვო თვითმფრინავს საშიშ მანძილზე მიუახლოვდა, რითაც საფრთხეში ჩააგდო მისი ეკიპაჟი.
ინციდენტთან დაკავშირებით კარაკასში განაცხადეს, რომ ვენესუელის ავიაციამ ქვეყნის საჰაერო სივრცეში შემოსული ამერიკული თვითმფრინავი შეაკავა.