24 აპრილი 2024,   10:33
ვრცლად
ირანმა ჯაშუშობის ბრალდებით 17 ადამიანი დააკავა, რამდენიმეს სიკვდილით დასჯა მიესაჯა

ირანის სპეცსამსახურებმა აშშ-ს სასარგებლოდ მომუშავე ჯაშუშთა ქსელი გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალური თეირანი ავრცელებს. დაკავებულია 17 ეჭვმიტანილი.

ირანული მედიის ცნობით, ყველა მათგანი ირანის მოქალაქეა და ისინი შეერთებული შტატების ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან თანამშრომლობდნენ, მისიის მიზანი კი საიდუმლო ინფორმაციის მოგროვება იყო.

რამდენიმე დაკავებულს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

დღის ამბები