25 აპრილი 2024,   13:17
ვრცლად
"დედას გეფიცები, ოქრუაშვილზე საუბარი არ მინდა, მისი ბავშვის ნათლია ვარ... უბრალოდ არის ნაძირალა" - ქიბარ ხალვაში

ქიბარ ხალვაშმა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დღეს საკუთარი ხელმოწერის ნიმუში დატოვა. ამით უნდა დადასტურდეს იმ დოკუმენტის ნამდვილობა ან სიყალბე, რომლითაც ირაკლი ოქრუაშვილი "რუსთავი 2-ის" ქონებაზე პრეტენზიას აცხადებს. დოკუმენტი 2010 წლის 4 თებერვლით არის დათარიღებული. ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ მას ირაკლი ოქრუაშვილზე საუბარი არ უნდა, თუმცა აცხადებს, რომ ოქრუაშვილი ნაძირალაა და ყველაფერს კადრულობს.

"დედას გეფიცები, ოქრუაშვილზე საუბარი არ მინდა, მისი ბავშვის ნათლია ვარ. რასაც ვიტყვი ძალიან მძიმე იქნება მისთვის. იმ ბავშვსაც გულს დავწყვეტ. ღმერთის მეშინია. უბრალოდ არის ბოლო კაცი, ნაძირალა და არის გაუმაძღარი ადამიანი, რომელმაც შეიძლება კეთილდღეობისთვის ყველაფერი იკისროს,“ - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი და "რუსთავი 2-ის" ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია აცხადებს, რომ დოკუმენტის და ხელმოწერა ყალბია.

„ის დოკუმენტი, რომელიც წარედგინა ფრანგ ექსპერტს და ასევე წარედგინა ორ ქართველ ექსპერტს შესადარებლად, შეიცავს ქიბარ ხალვაშის ხელმოწერებს ყველა გვერდზე. თუმცა გერმანელმა ნოტარიუსმა გამოგვიგზავნა ოფიციალური წერილი, მოაყოლა მის არქივში არსებული დოკუმენტი, სადაც არის ქიბარ ხალვაშის მხოლოდ ერთი ხელმოწერა. არც ერთი ხელმოწერა არ არის სხვა გვერდებზე. ამის შემდგომ, ეს ხდება 4 თებერვალს, ორი ეგზემპლარი ასეთი, თითო თითო ხელმოწერით მიდის ეროსი კიწმარიშვილთან. ისიც აწერს ხელს, ბოლო გვერდზე იმიტომ, რომ ფრანგი ნოტარიუსის შტამპი არის ეროსი კიწმარიშვილის ხელმოწერის ქვეშ, სადაც გარკვევით წერია, რომ ეს არის ერთი ხელმოწერის დამოწმება. ანუ გვაქვს დოკუმენტი, რომელსაც მხოლოდ ბოლო გვერდზე აქვს რეალური ადამიანების რეალური ხელმოწერები. შემდგომ უკვე შესადარებელ მასალაში ჩნდება ხელმოწერები ყველა გვერდზე. როგორც, მინიმუმ, შესადარებელი მასალა, რომელიც წარდგენილ იქნა ფრანგ ექსპერტთან და ორ ქართველ ექსპერტთან არის ყალბი. ვიღაც სხვა ადამიანის ხელმოწერებია ზედ განხორციელებული,“ - განაცხადა პაატა სალიამ. 

დღის ამბები