26 აპრილი 2024,   00:31
ვრცლად
სამი ექსპერტი ადასტურებს, რომ ხელმოწერა "მაესტროს" წილების და "რუსთავი 2-ის" ხელშეკრულებებზე არის ერთი და იგივე პირის - ირაკლი ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილი დარწმუნებულია, რომ შეძლებს დაამტკიცოს მის მიერ წარდგენილი დოკუმენტის ნამდვილობა, რომელიც ადასტურებს, რომ "რუსთავი 2" მისი საკუთრებაა და არა ქიბარ ხალვაშის. მისი განცხადებით, დოკუმენტი გამყარებულია სამი ექსპერტის დასკვნით, სადაც აღნიშნულია, რომ ხელშეკრულებაზე სწორედ ქიბარ ხალვაშის ხელმოწერაა.

„სამი ექსპერტი, ორი ქართველი ამ სფეროში საკმაოდ ცნობილი, ერთი ფრანგი განსაკუთრებით ცნობილი ამ სფეროში ადასტურებს, რომ ათივე ხელმოწერა მაესტროს წილების ხელშეკრულებაზე და ხელმოწერა "რუსთავი 2-ის" ხელშეკრულებაზე არის შესრულებული ერთი და იგივე პირის მიერ. თუ მათი ვარაუდი სიმართლეს შეესაბამება, ცოტა ხანი დავუშვათ ამის არსებობა და ბოლო ხელმოწერა, რომელსაც ნოტარიუსი, ბოლოს შეკრული და გარკვეული ბეჭდით არის დაწებებული, არ ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს ექსპერტები ასევე ადასტურებენ, რომ ეს ხელმოწერაც არის იდენტურად შესრულებული ერთი და იგივე პირის მიერ, რაც "რუსთავი 2-ის" ხელშეკრულებაზე არსებული ხელმოწერაა,“ - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ექსპერტიზის დროს შესადარებლად გამოყენებული იქნა სხვა დოკუმენტი, სადაც ქიბარ ხალვაში აწერს ხელს.

„2014 წლის 4 თებერვლის დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა არის ნამდვილი, ვინაიდან ნამდვილად მოაწერა ბატონმა ქიბარმა მას ხელი. ამას ადასტურებს კიდევ ექსპერტიზის სამი დასკვნა, ერთი უცხოეთში ჩატარებული, ორი საქართველოში ჩატარებული, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად აცხადებენ, რომ ამ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა არის ბატონი ქიბარის. შესადარებელ ნიმუშად იქნა გამოყენებული ქიბარ ხალვაშსა და შპს გლობალ მედიას შორის, რომლის პარტნიორიც გახლდათ ბატონი ეროსი კიწმარიშვილი, დადებული ხელშეკრულება და ეს ხელშეკრულება იყო სანოტარო წესით დამოწმებული. ხელშეკრულებაზე იყო გაკეთებული ბატონი ქიბარის ხელმოწერები და ეს ხელმოწერები შედარდა 2010 წლის ხელშეკრულების ხელმოწერას,“ - განაცხადა გიორგი ზედელაშვილმა

ქიბარ ხალვაშმა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დღეს საკუთარი ხელმოწერის ნიმუში დატოვა. ამით უნდა დადასტურდეს იმ დოკუმენტის ნამდვილობა ან სიყალბე, რომლითაც ირაკლი ოქრუაშვილი "რუსთავი 2-ის" ქონებაზე პრეტენზიას აცხადებს. დოკუმენტი 2010 წლის 4 თებერვლით არის დათარიღებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები