25 აპრილი 2024,   21:05
ვრცლად
შეკვეთილში ივანიშვილის სახლთან ხმაურის გამო ოლიგარქის ოჯახმა პოლიციაში იჩივლა - გამოიკითხა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ელგუჯა ბაგრატიონის გამოკითხვა ოზურგეთის პოლიციაში დასრულდა. როგორც აღმოჩნდა, სამართალდამცველებმა ოპოზიციის წევრი უწყებაში ხმაურის გამო დაიბარეს.

როგორც ირკვევა, ოზურგეთის პოლიციაში შეტყობინება ბიძინა ივანიშვილის ოჯახიდან შევიდა. მათ სამართალდამცველებს განუცხადეს, რომ შეკვეთილში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის სახლთან ხმაურის გამო წუხდებოდნენ.

პოლიციამ ელგუჯა ბაგრატიონი სწორედ ამ ფაქტის გამო დაიბარა გამოსაკითხად. ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში, პოლიცია შემდგომი რეაგირებისათვის ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურს მიმართავს. ბაგრატიონს ხმაურისათვის 150 ლარიანი ჯარიმა ემუქრება.

გარდა ამისა, ბაგრატიონს გამოძიება ივანიშვილის კუთვნილი ნივთის - ვიდეოთვალის დაზიანებას ედავება, თუმცა როგორც გაირკვა, ის ამჟამად პოლიციაში ამ საქმეზე არ იყო დაბარებული. 

 

დღის ამბები