23 აპრილი 2024,   21:16
ვრცლად
მკვლელობა ყანდაურაში - 85 წლის მოხუცის შვილიშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საქმე, რომელიც შინაგან საქმეთა სამისტრომ იმავე დღეს გახსნილად გამოაცხადა, ჩამოიშალა.  ყანდაურაში 3 მაისს მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე გამოძიებას ამ დრომდე მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე დაკავებული არ ჰყავს.

85 წლის მამაკაცს კი, რომელსაც თავდაპირველი ვერსიით, ცოლის, შვილის, რძლის და კიდევ ორი ნათესავის მკვლელობა ბრალდებოდა, უმძიმესი ბრალდება მოუხსნეს.

შს სამინისტრომ აღიარა და დაადასტურა, რომ მკვლელობა დაკავებულის შვილმა ნოდარ გამყრელიძემ ჩაიდინა, რომელსაც პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

ნოდარ გამყრელიძე ის სპეცრაზმელია, რომელთან დაკავშირებით „რუსთავი 2-მა“ რეპორტაჟი მომხდარიდან რადმენმე დღეში მოამზადა, თუმცა მაშინ ინფორმაციას შსს კატეგორიულად უარყოფდა.

დღეს კი ომარ გამყრელიძეს გამოძიება უკვე მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავის დახმარებას ედავება.

პატიმრობაში რჩება ასევე მკვლელობიდან რამდენიმე დღეში დაკავებული ომარ გამყრელიძის შვილიშვილი. მას გამოძიება საბრძოლო მასალის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.  

დღის ამბები