25 აპრილი 2024,   15:38
ვრცლად
რუსული ტანკერი, რომელიც უკრაინულ გემებს თავს დაესხა, უკრაინის უშიშროების სამსახურმა დააკავა

უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსული ტანკერი დააკავა, რომელიც შარშან ნოემბერში ქერჩის სრუტეში მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობდა. ტანკერი იზმაილის პორტში "ნიკა სპირიტის" სახელით შევიდა, მაგრამ მესაზღვრეებმა დაადგინეს, რომ ის იგივე ხომალდია, რომელმაც შარშან ნოემბერში ქერჩის სრუტეში უკრაინულ გემებს გზა გადაუღობა. მაშინ რუსებმა სამი უკრაინული სამხედრო ხომალდი დააკავეს, მეზღვაურებთან ერთად.

ეს ფაქტი ოფიციალური კიევის და საერთაშორისო გაერთიანების მიერ რუსეთის აგრესიულ ქმედებადაა შეფასებული. დაკავებულ ტანკერზე უკრაინელებმა საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს და 15 კაციანი ეკიპაჟიც დაკითხეს.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყება და ოფიციალურ კიევს საპასუხო ზომების მიღებით დაემუქრა. 

დღის ამბები