25 აპრილი 2024,   18:39
ვრცლად
აბსურდული და უსაფუძვლო ბრალდება - ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატი სასამართლოს მიმართავს

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე - სასამართლოს დაცვის მხარე მიმართავს. სიტყვით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი გამოდის.

ზვიად კორძაძემ ისაუბრა იმის შესახებ, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი აბსურდული და უსაფუძვლოა. მანვე აღნიშნა, რომ ბრალდების მხარეს რეალური მტკიცებულებები არ აქვს.

რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, ბრალდების მხარემ გირაოს სახით თითოეულისთვის ერთი მილიონი ლარის შეფარდებას მოითხოვს, რომელიც 14 დღეში უნდა დაფარონ.

პროკურორმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ მათი შუამდგომლობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბიზნესმენები ქვეყანას საგამოძიებო უწყების საქმის კურსში ჩაყენების შემთხვევაში დატოვებენ.

შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო უწყება ანაკლიის პორტის აქციონერებს 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას და დიდი ოდენობით შემოსავლის ლეგალიზებას ედავება.

ამავე თემაზე
დღის ამბები